ფაბრიციო რომანო - კანავარო მსოფლიო ჩემპიონატზე უზბეკეთის ნაკრებს უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - კანავარო მსოფლიო ჩემპიონატზე უზბეკეთის ნაკრებს უხელმძღვანელებს #1TVSPORT

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ფაბიო კანავარომ ზეპირი თანხმობა მისცა იმაზე, რომ უზბეკეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდეს, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

მისი ინფორმაციით, 52 წლის კანავარო გუნდს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს, სადაც უზბეკეთი ისტორიაში პირველად ითამაშებს. მხარეებმა შეათანხმეს კონტრაქტის პირობები და ხელშეკრულება ოფიციალურად უახლოეს 48 საათში გაფორმდება.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კანავაროს გაუწვრთნია ისეთი კლუბები, როგორიცაა „ევერგრანდი“, „ალ-ნასრი“, „ბენევენტო“, „უდინეზე“ და სხვები. იტალიელის ბოლო სამუშაო ადგილი იყო ზაგრების „დინამო“, რომელიც აპრილში დატოვა.