ფაბრიციო რომანო - ირაკლი აზაროვი, დიდი ალბათობით, დონეცკის „შახტარში“ ითამაშებს #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - ირაკლი აზაროვი, დიდი ალბათობით, დონეცკის „შახტარში“ ითამაშებს #1TVSPORT

„დონეცკის „შახტარი“ ახლოს არის გარიგებასთან, რომ „ცრვენა ზვეზდადან“ ქართველი მცველი – ირაკლი აზაროვი შეიძინოს. მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპს უახლოვდება, შეთანხმება დახურულია“, – ამტკიცებს ფაბრიციო რომანო.

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ქართველ ლეგიონერთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს Geo Team-ი ავრცელებს.

„ირაკლი აზაროვი დღეს მიფრინავს კიევში, სადაც „შახტარის“ წარმომადგენლებს პირადი კონტრაქტის საბოლოო დეტალებზე გაესაუბრება. საუბარია სამმილიონიან შეთანხმებაზე „შახტარსა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შორის, ასევე სამწლიან კონტრაქტზე უკრაინულ კლუბსა და ირაკლი აზაროვს შორის. უდიდესია ალბათობა, ტრანსფერი უახლოეს 48 საათში დაიხუროს“, – ასეთია Geo Team-ის ინფორმაცია.

„დინამო თბილისის“ აღზრდილი გუნდთან ერთად ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. 2021 წლის სეზონის დაწყებამდე ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, შემდეგ – „ცრვენა ზვეზდაში“.

აზაროვი 2017 წლიდან საქართველოს სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობს, ხოლო 2021 წლის მარტიდან ეროვნული გუნდის წევრია.