ფაბრიციო რომანო - დიდი ალბათობით, „ინტერ მაიამის“ მასკერანო ჩაიბარებს #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - დიდი ალბათობით, „ინტერ მაიამის“ მასკერანო ჩაიბარებს #1TVSPORT

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხავიერ მასკერანო ამერიკულ კლუბს, „ინტერ მაიამის“ ჩაუდგება სათავეში. ამავეს წერს სპორტული მიმომხილველი სეზარ ლუის მერლოც.

იუწყებიან, რომ მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და მასკერანო უახლოეს მომავალში „ინტერ მაიამისთან“ ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის არგენტინელი სპეციალისტი „ბარსელონაში“ თამაშობდა. „ინტერ მაიამიში“ კი მასკერანოს ყოფილი თანაგუნდელები დახვდებიან – ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი, ლუის სუარესი და ჟორდი ალბა.