ფაბრიციო რომანო – „ბარსელონა“ შესაძლო ტრანსფერის თაობაზე როდრის წარმომადგენლებსა და „მანჩესტერ სიტის“ დაუკავშირდა #1TVSPORT

13:01, 06.08.2026

„ბარსელონა“ შესაძლო ტრანსფერის თაობაზე როდრის წარმომადგენლებსა და „მანჩესტერ სიტის“ დაუკავშირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, მადრიდის „რეალი“, უკვე კვირებია, „სიტისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა მანჩესტერულმა კლუბმა პროცესის დაუყოვნებლივ გაგრძელებაზე უარი თქვა, რადგან თვლიდნენ, რომ ბრძოლაში სხვა კლუბებიც ჩაერთვებოდნენ. საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

30 წლის როდრი 2024 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია.

მიმდინარე კონტრაქტი როდრის „მანჩესტერ სიტისთან“ 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს ამბობს და გუნდის გამოსაცვლელად მზად არის.

მსგავსი