ფაბრიციო რომანო „ბაიერნში“ გიორგი მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო „ბაიერნში“ გიორგი მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს #1TVSPORT

ფაბრიციო რომანო მიუნხენის „ბაიერნში“ გიორგი მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

„შვეიცარიელი მეკარე იან ზომერი ზამთარში მიუნხენის „ბაიერნში“ ტრავმირებული მანუელ ნოიერის შემცვლელად ჩავიდა. 34 წლის მეკარის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, კლუბი იმავე ფასში დატოვოს, რაც „ბაიერნმა“ მის გასაფორმებლად გადაიხადა. ამ ოპერაციის მიზანი „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის გადაბირებაა. ტრანსფერი დამოკიდებული იქნება, რა ფასს მოითხოვს „ვალენსია“, – ამტკიცებს ფაბრიციო რომანო.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ბაიერნი“ „ვალენსიასთან“ მოლაპარაკების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს. 22 წლის მამარდაშვილი მოულოდნელად გახდა ესპანური კლუბის პირველი ნომერი. რაც შეეხება გერმანული გრანდის ინტერესს – „ბაიერნი“ ეძებს მეკარეს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მანუელ ნოიერს შეცვლის.

ცნობილია, რომ მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ეს ფასი გერმანული გრანდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.