ფაბრიციო რომანო - არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვიქტორ ოსიმენი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვიქტორ ოსიმენი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ გუნდის ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ახლოსაა, ახალი ხელშეკრულება გააფორმოს იტალიურ კლუბთან.

დე ლაურენტისის კომენტარს გამოეხმაურა სპორტული ჟურნალისტი და სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო.

რომანოს თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი იტალიის მოქმედ ჩემპიონთან უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

„დე ლაურენტისი ოსიმენთან დაკავშირებით თავდაჯერებული ჩანდა. ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, რადგან არ ვიცი, რამდენად ახლოსაა ის, „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

ვიქტორის ტრანსფერი სხვა გუნდში იანვარშიც ძალიან რთული იქნება, ამას ძალიან სერიოზული წინადადება დასჭირდება“, – განაცხადა რომანომ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენის მოქმედი ხელშეკრულება „ნაპოლისთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება.