ფაბრეგასი „ინტერის“ მწვრთნელობას დათანხმდა #1TVSPORT
„კომოს“ მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი ახლოს არის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან. უფრო ადრე მილანური კლუბის დამრიგებლის პოსტი დატოვა სიმონე ინძაგიმ. როგორც ჟურნალისტი სანტი აუნა წერს, ესპანელმა სპეციალისტმა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის წინადადება და მზად არის კონტრაქტის გასაფორმებლად.
როგორც ირკვევა, ფაბრეგასის „ინტერთან“ პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმებულია. მილანელებს რჩებათ კომპენსაციის თანხაზე „კომოსთან“ მოლაპარაკება.
სესკ ფაბრეგასმა „კომო“ 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარა. სერია A-ს ახალბედამ გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.