ფაბიო კაპელო - მე ძველი „ბარსელონა“ უფრო მომწონდა
ფაბიო კაპელო - მე ძველი „ბარსელონა“ უფრო მომწონდა

„რეალისა“ და „მილანის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „ბარსელონას“ ბოლოდროინდელი მატჩები შეაფასა.

„მე ძველი „ბარსელონა“ უფრო მომწონდა, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს AS. – ახლა ამ გუნდის ფეხბურთელები ერთმანეთს მთელ მოედანზე გამუდმებით პასებს აძლევენ და მეტოქის საჯარიმოს არც კი უახლოვდებიან. ისინი ელოდებიან, სანამ გენიალური მესი რაიმე ჯადოქრობას ჩაიდენს“ – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან „რეალს“ სამი ქულით ჩამორჩება.