ფაბიო კაპელო - ლაუტაროს სუარესისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება
ფაბიო კაპელო - ლაუტაროს სუარესისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება

ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი „ბარსელონაში“ არ უნდა გადავიდეს. მისი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ არგენტინელს ლუის სუარესთან კონკურენზია მოუწევს, რაც ძალიან გაუჭირდება.

„ლაუტარო ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას ყველაფერი აქვს, რაც თავდამსხმელს სჭირდება, მათ შორის სიჩქარე და ძალიან კარგი დარტყმა. თუმცა, მას ძალიან გაუჭირდება ლუის სუარესისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილის წართმევა. მე მიმაჩნია, რომ სჯობს ინტერში ძირითადში ითამაშო, ვიდრე ბარსელონაში წახვიდე და სკამზე იჯდე“, – მოჰყავს კაპელოს სიტყვები გამოცემა „ლარგეროს“.

რამდენიმე წნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა მარტინესს ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტია მისცეს. აქედან გამომდინარე, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ან „ბარსელონა“ ორი ცენტრალური თავდამსხმელიით ითამაშებს, ან სუარესს სათადარიგოთა სკამზე დასვამს.