ფაბიო კაპელო - ფეხბურთელებმა უფრო მეტი უნდა გაიღონ უბრალო ადამიანებისთვის
ფაბიო კაპელო - ფეხბურთელებმა უფრო მეტი უნდა გაიღონ უბრალო ადამიანებისთვის

ცნობილი იტალიელი საფეხბურთო მწვრთნელი ფაბიო კაპელო თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ფეხბურთელები უფრო მეტად უნდა ეხმარებოდნენ უბრალო ადამიანებს.

„ალესანდრო დელ პიერო სახსრებს აგროვებს იტალიური წითელი ჯვრისთვის, რაიან გიგზმა კი თავისი სასტუმრო სამედიცინო პერსონალს დაუთმო. ეს არაჩვეულებრივი მაგალითებია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ფეხბურთში დასაქმებულ ადამიანებს კეთილი საქმეები აკეთონ. თუმცა, არის კი ეს საკმარისი?“  –  ამბობს კაპელო გამოცემა „ლაურეუსისთვის“ მიცეულ ინტერვიუში – „ახლა ბევრ ქვეყანაში მიდის სერიოზული დავა იმის შესახებ, უნდა შემცირდეს თუ არა მოთამაშეების ხელფასები. ამ საკითხზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს კლუბების შიდა საქმეებია, თუმცა მგონია, რომ ფეხბურთელებმა, რომლებსაც მაღალი ხელფასები აქვთ, უნდა გაიაზრონ, რამდენად გაუმართლათ მათ ცხოვრებაში და ადამიანებს მეტი დახმარება აღმოუჩინონ“.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო წარსულში „მილანის“, „რეალ მადრიდის“, „რომასა“ და „იუვენტუსის“ მთავარი მწრთნელი იყო. ის ასევე წრთვნიდა ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს.