ლეგენდარული იტალიელი მცველი ფაბიო კანავარო ზაგრების „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა.
ხორვატულმა კლუბმა პოსტიდან დაითხოვა ნენად ბიელიცა და იტალიელი სპეციალისტის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.
კანავარო ხორვატულ გუნდს 3 იანვარს შეუერთდება. სწორედ ამ დღეს წარადგენენ მას ოფიციალურად მთავარ მწვრთნელად.
ფაბიო კანავაროს ბოლო სამუშაო ადგილი იყო „უდინეზე“.
„დინამო“ 18 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა ხორვატიის ჩემპიონატში და ლიდერ „რიეკას“ შვიდი ქულით ჩამორჩება.