ფაბიო გროსო „ლიონის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
ფაბიო გროსო „ლიონის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT

იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი ფაბიო გროსო „ლიონის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. მხარეებმა 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს კონტრაქტი, რომელშიც არის თანამშრომლობის ერთი წლით გაგრძელების ოპცია, – წერია ფრანგული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ლიონმა“ ერთი კვირის წინ გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლორან ბლანის წასვლის შესახებ. გუნდმა ლიგა 1-ის საწყის ოთხ ტურში მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა.

გროსო შარშან ზაფხულის შემდეგ იყო სამუშაოს გარეშე, როცა „ფროსინონე“ დატოვა. 45 წლის სპეციალისტმა ამ გუნდს გასულ სეზონში სერია B მოაგებინა, მაგრამ არ დარჩა იქ სერია A-ში სამუშაოდ.

ფაბიო გროსო 2007-08 წლებში „ლიონში“ თამაშობდა და ამ გუნდში 78 მატჩი ჩაატარა.