ფაბინიოს ახალ წლამდე მოუწევს დასვენება
ფაბინიოს ახალ წლამდე მოუწევს დასვენება

ლივერპულის ნახევარმცველი ფაბინიო მომავალ წლამდე გამოეთიშა გუნდს, რისი მიზეზის ნაპოლის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიღებული კოჭის ტრავმა გახდა. ბრაზილიელი მე-19 წუთზე გახდა შესაცვლელი ნეაპოლში მიმდინარე მატჩში, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა.

„ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელის დაკარგვა ჩვენთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა“, – განაცხადა კლოპმა, – „ცუდი ამბავია და თითქმის გადაწყვეტილია, რომ დეკემბრის ბოლოს დაგეგმილ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჩვენ უნდა შევცვალოთ ის და შევცვლით კიდეც. ახლა მთავარია, რომ სწორად წარმართოს აღდგენის პროცესი და მალე დაბრუნდეს“.

მომდევნო 34 დღის განმავლოვაში მერსისაიდელებს 11 მატჩი აქვთ ჩასატარებელი პრემიერლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე, ინგლისის ლიგის თასსა და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

რაც შეეხება ფაბინიოს, წლევანდელ სეზონში მან 13 მატჩიდან 12 დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და ჩემპიონთა ლიგის ხუთივე მატჩში ითამაშა.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ლივერპული პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან მანჩესტერ სიტის რვა ქულით უსწრებს.

შაბათს, 30 ნოემბერს, მერსისაიდელები საკუთარ მოედანზე ბრაიტონს ეთამაშებიან.