ევროწილისყრის მოლოდინში - ოთხი ქართული გუნდიდან განთესილი მხოლოდ „დინამო თბილისია“ #1TVSPORT
ევროწილისყრის მოლოდინში - ოთხი ქართული გუნდიდან განთესილი მხოლოდ „დინამო თბილისია“ #1TVSPORT

15 ივნისს ჩემპიონთა, ევროპის და კონფერენს ლიგების საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ ევროტურნირებზე გასული 4 ქართული გუნდიდან 1 განთესილებში მოხვდა, ხოლო კონფერენციათა ლიგის 3 მონაწილე – განუთესავებშია.

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების გათამაშების მონაწილე „დინამო თბილისი“ განთესილია და ცნობილი გახდა, რომ პირველი ეტაპის ყველაზე ძლიერ გუნდებს არ შეხვდება. მაგრამ სავარაუდო მეტოქეების სიაც საკმაოდ ძლიერია – წინასაკვალიფიკაციო ეტაპის 2 გამარჯვებული, „შახტიორი” (ბელარუსი), „შემროკ როვერსი” (ირლანდია), „ვალურსი“ (ისლანდია), „ბოდო გლიმტი” (ნორვეგია), ალბანეთის ჩემპიონი (ჯერ უცნობია) და მალტის ჩემპიონი „ჰამრუნ სპარტანსი”.

უეფა-ს მესამე ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე გასული ბათუმის „დინამო”, გორის „დილა” და „გაგრა” განუთესავები არიან და პირველივე ეტაპზე შედარებით ძლიერ მეტოქეებს შეხვდებიან. ამ სიაში არიან ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარი” (უნგრეთი), გიორგი ბერიძის „უიპეშტი” (უნგრეთი) და ზაქარია მეგლარიშვილისა და ანტონ თოლორდავას „ლევადია” (ესტონეთი).