ევროტურნირებზე ინგლისს 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს – ცხრიდან ცხრა გუნდია გასული 1/8-ფინალში #1TVSPORT
ევროტურნირების მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით არცერთ ინგლისურ კლუბს არ შეუწყვეტია ბრძოლა.
სამივე ევროტურნირზე საკვალიფიკაციო პლეი ოფის დასრულების შემდეგ ცხრავე ინგლისური კლუბი წარმოდგენილია მერვედფინალურ ეტაპზე.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასულები არიან: „არსენალი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ნიუკასლი“.
ამავე სტადიაზე ევროპის ლიგაზე მოხვდნენ „ასტონ ვილა“ და „ნოტინგემი“, ხოლო კონფერენციის ლიგის მერვედფინალში გასულია „კრისტალ პალასი“.