ევროტურნირების მონაწილეებს შემოსავლები დააკლდებათ

17:22, 20.10.2020

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მონაწილე გუნდებს შემოსავლები დააკლდებათ. ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი ევროპულ შეჯიბრებებში კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო, საპრიზო თანხებს შეამცირებს, – იუწყება The Times.

გამოცემის ცნობით, უეფა-მ 55 ეროვნულ ასოციაციას ამის თაობაზე წერილი უკვე გაუგზავნა და ეს გადაწყვეტილება აცნობა. ოქტომბერში ორგანიზაციაში ითქვა, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯამური პრიზი 2020/21 სეზონისთვის 1,95 მილიარდი ევრო იქნება, ევროპის ლიგის საპრიზო ფონდი კი 560 მილიონი.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თითოეული მონაწილე მიიღებს 15.25 მილიონს. ამ ეტაპზე თითოეული გამარჯვება მოუტანს გუნდს 2.7 მილიონს, ფრე – 0.9-ს, 1/8-ფინალში გასვლისთვის გუნდს 9.5 დაერიცხება, მეოთხედფინალებში – 10, 5 , ნახევარფინალში – 12, ხოლო ფინალში მონაწილეობისთვის -15-15 მილიონი. რაც შეეხება გამარჯვებულს, ის დამატებით ოთხი მილიონით გამდიდრდება.

მსგავსი