„ევროსპორტმა“ „ვალენსიასა“ და „ატლეტიკოს“ მატჩში საუკეთესოდ მამარდაშვილი აღიარა #1TVSPORT
„ევროსპორტმა“ „ვალენსიასა“ და „ატლეტიკოს“ მატჩში საუკეთესოდ მამარდაშვილი აღიარა #1TVSPORT

ლა ლიგის მე-3 ტურში დიეგო სიმეონეს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შინ წაგების (0:1) მიუხედავად, მოედანზე საუკეთესო „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო – ასეთია eurosport-ის შეფასება.

საერთაშორისო საფეხბურთო ანალიტიკური ვებგვერდებმა whoscored-მა და sofascore-მ გიორგის „ვალენსიაში“ საუკეთესო შეფასებები დაუწერეს. „ევროსპორტმა“ კი გიორგი არა მხოლოდ „ვალენსიაში“ გამოარჩია, არამედ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.

„მატჩის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი მამარდაშვილი. „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მატჩის დროს „მესტალიაზე“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეტევებზე საოცარ რეაგირებას ახდენდა. 21 წლის მაღალრეიტინგულმა ქართველმა მეკარემ „მესტალიაზე“ კიდევ ერთი განსაცვიფრებელი საღამო მოაწყო და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ რამდენიმე საკვანძო სეივი გააკეთა. ჯამში მან მატჩში ექვსი სეივი შეასრულა. გასულ სეზონში ის „მარკამ“ ლა ლიგის აღმოჩენების გუნდში დაასახელა. მას შემდეგ ქართველისგან დიდ საქმეებს ელიან და ერთ-ერთი ასეთი შესანიშნავი მატჩი დღეს ჩაატარა“, – ვკითხულობთ „ევროსპორტის“ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.