ევროშესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT
ევროშესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT

ნიონში, უეფა-ს ოფისში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები A ლიგაში ისტორიაში პირველად იასპარეზებს. სალომე ხუბულურის გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა იტალიის, ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი, B ლიგაში გადაინაცვლებს. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია 8-დან 14 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.

B ლიგაში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. გუნდი პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბულგარეთი, ლუქსემბურგი და ლიხტენშტაინი იქნებიან.

A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება. ჯგუფის მატჩები 2-დან 8 აპრილის ჩათვლით ბულგარეთში გაიმართება.