ევროსარბიელზე მხოლოდ ბათუმის „დინამომ“ გაიმარჯვა - მეორე ეტაპზე გეგუჩაძის გუნდი „ბატეს“ შეხვდება #1TVSPORT
ევროსარბიელზე მხოლოდ ბათუმის „დინამომ“ გაიმარჯვა - მეორე ეტაპზე გეგუჩაძის გუნდი „ბატეს“ შეხვდება #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა. გია გეგუჩაძის გუნდმა სან-მარინოშიტრე პენესთან“ 4:0 მოგების შემდეგ, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებითი შეხვედრა საკუთარ სტადიონზე გამართა და ამჯერადაც დამაჯერებალდ გაიმარჯვა.

ეს ბათუმის ახალ სტადიონზე „დინამოს“ პირველ ოფიციალური შეხვედრა იყო, რომელშიც გეგუჩაძის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქე მეორედაც დაამარცხა. მე-16 წუთზე ანგარიში ბათუმელთა ფრანგმა ლეგიონერმა ვამა სანოგომ გახსნა, 47-ე წუთზე მეტოქის კარი გია მანჯგალაძემ აიღო, 51-ე წუთზე სტუმრებს უკვე ჯოვინო ფლამარიონმა გაუტანა.

საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ მეტოქე იოლად, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე 3:0 დაამარცხა და ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც ევროსარბიელზე პირველ ეტაპზე გაიმარჯვა. ამ წარმატებას ისიც ვერ დააკნინებს, რომ ბათუმელებს ყველაზე სუსტი მოწინააღმდეგე ჰყავდათ.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ „ბატეს“ შეხვდება. პირველი მატჩი 22 ივნისს ბათუმში გაიმართება, ხოლო 29 ივლისს გეგუჩაძის გუნდი მეტოქეს ბელარუსში ესტუმრება.