ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსი დელეგატის გამოსვლისას საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის და ყირიმელი თათრების დროშები გაშალეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსი დელეგატის გამოსვლისას საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის და ყირიმელი თათრების დროშები გაშალეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსი დელეგატის სიტყვით გამოსვლისას აქტივისტებმა საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის და ყირიმელი თათრების დროშები გაშალეს.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის აგრესიის შეჩერება მოითხოვეს. რუსმა დელეგატმა, პიოტრ ტოლსტოიმ სიტყვის გაგრძელება სცადა, თუმცა სხდომათა დარბაზში აქციას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ევროსაბჭოს სასესიო დარბაზში დელეგატები რუსეთში მშვიდობიანი პროტესტების ჩახშობის თემას განიხილავდნენ.

აქციის მონაწილეებს შორის იყო ყირიმელი თათრების მეჯლისის წევრი ესკენდერ ბარიევი, რომელმაც თქვა, რომ აქციის მიზანი იყო შეეხსენებინათ ევროპელებისთვის, რომ ყირიმი ოკუპირებულია და უკრაინის აღმოსავლეთში სისხლისღვრა გრძელდება.

დროშების გაშლის შემდეგ, დაცვის სამსახურმა აქციის მონაწილეები დარბაზიდან გაიყვანა.