ევროპულმა ნაკრებებმა, შეიძლება, მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადონ #1TVSPORT

09:22, 29.07.2026

ევროპული ქვეყნები მზად არიან, ბოიკოტი გამოუცხადონ მსოფლიო ჩემპიონატს პროტესტის ნიშნად ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მიმართ, რომელიც აპირებს, კერძო ინვესტორებს მიჰყიდოს ტურნირის წილი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა რობ ჰარისმა.

იტყობინებიან, რომ ამ კვირას გაიმართება უეფა-ს წევრი ქვეყნების საგანგებო სხდომა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა გაზეთმა, The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კერძო ინვესტორებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წილის მიყიდვას გეგმავს. გეგმა ითვალისწინებს კომპანიის შექმნას, რომელმაც უნდა მართოს ფიფა-ს მთავარი საფეხბურთო ტურნირები მამაკაცებსა და ქალებს შორის. როგორც იტყობინებიან, ამ პროექტთან დაკავშირებით იყო კონსულტაციები ადამიანებთან, რომლებიც ახლოს არიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.

მსგავსი