ევროპული ტოპ-ლიგების მიღმა გამორჩეულები - ყურადღებას ჩაკვეტაძეც იმსახურებს
ევროპული ტოპ-ლიგების მიღმა გამორჩეულები - ყურადღებას ჩაკვეტაძეც იმსახურებს

პოპულარულმა პორტალმა „sport360“-მა ტოპ-5 ევროპული ლიგის მიღმა გამორჩეული 20-წლამელი ახალგაზრდა მოთამაშეები დაასახელა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძის გვარმაც გაიჟღერა.

„sport360“-მა ბელგიის ჯუპილერ პრო ლიგაში გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი, კანადლეი ჯონატან დავიდი გამოარჩია, რიომელიც 20 წლისააა და უჩვეულოდ კარგ სეზონს ატარებს. პორტალის ჟურნალისტის აზრით, ჯონათან დავიდი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია მათ შორის, ვინც ევროპის ტოპ-ხუთეულის (ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი) მიღმა თამაშობს.

„სხვადასხვა შეჯიბრებებში დავიდმა 40 თამაში ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა, პლუს „გენტში“ ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. სტატისტიკით კანადელი შემტევი, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი მოთამაშეა. სავარაუდოა, რომ ის „გენტში“ დიდხანს არ დარჩება“ – წერს გამოცემა.

ჯონათან დავიდთან ერთად, „sport360“-მა ჯუპილერ პრო ლიგიდან კიდევ ათი გამორჩეული ახალგაზდა ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც, გამოცემის შეფასებით, „ყურადღებას იმსახურებს“, მათ შორის კი საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა.