ევროპული თამაშები - მინსკში მარიამ ჭანტურიაც გაემგზავრება
ევროპული თამაშები - მინსკში მარიამ ჭანტურიაც გაემგზავრება

საქართველოს ნაკრების შემადგენლობას მინსკში 22-25 ივნისს გასამართ ევროპულ თამაშებზე მარიამ ჭანტურია შეემატა, რომელმაც თამაშების ლიცენზია 70კგ წონით კატეგორიაში მიიღო. ამგვარად, ევროპულ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 11 სპორტსმენით წარდგება:

-60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ – ლუკა მაისურაძე
-90კგ – ბექა ღვინიაშვილი
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ – გურამ თუშიშვილი
-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი
-70კგ – მარიამ ჭანტურია.