ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიღებულია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას ინფორმაციით, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია.
„უკრაინისთვის 2026–2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის გამოყოფის გადაწყვეტილება დამტკიცებულია. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და შევასრულეთ ის“, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ფინანსური სახსრები მოზიდული იქნება ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 24-ის ერთობლივი სესხით, თუმცა გეგმის დამტკიცებას ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდებოდა, რადგანაც სესხი უზრუნველყოფილია ევროკავშირის ცენტრალური გრძელვადიანი ბიუჯეტით.
ერთობლივი სესხით სახსრების მოზიდვის გეგმაში არ მიიღებენ მონაწილეობას უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.