ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ქვეჯგუფის მესამე შეხვედრა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 7:35 დამარცხდა. ამის მიუხედავად, ქართველმა მორაგბეებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

შეგხსენებთ, რომ 25 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთისა (17:14) და ბელგიის ნაკრებები (14:7) დაამარცხა.

ესპანელებმა შეხვედრა სწრაფად დაიწყეს და ტაიმი სამი გარდასახული ლელოთი 21:0 მოიგეს. ქართველმა მორაგბეებმა მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოხერხეს – თავი სერგი ჩხაიძემ გამოიჩინა. საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრები ცხრა ქულით ჯგუფის გამარჯვებული გახდა, საქართველომ კი შვიდი ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

შვიდკაცა რაგბის ტურნირზე საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრა დღესვე გაიმართავს, ჩვენი ნაკრების მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება. თამაში 22:20 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამაშებზე შვიდკაცა რაგბის ტურნირში გამარჯვებული გუნდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, მეორე და მესამეადგილოსნები კი მიზნის მიღწევას საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ტურნირის მოგებით შეეცდებიან.