ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე დღეს საქართველოს ნაკრები სამ სახეობაში ხუთი სპორტსმენით წარდგა #1TVSPORT​
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე დღეს საქართველოს ნაკრები სამ სახეობაში ხუთი სპორტსმენით წარდგა #1TVSPORT​

ვუოკტში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მესამე დღეს ხუთმა ქართველმა იასპარეზა.

ტრამპლინიდან ხტომაში ალან გობოზოვი პირველ წრეში 72,5 მეტრზე გადახტა და 43 მონაწილეს შორის 42-ე ადგილზე გავიდა. ფიგურულ ციგურაობაში ანა დეა გულბიანი-შმიდტმა მოკლე პროგრამაში 37,41 ქულა დაიმსახურა და საკუთარი საუკეთესო შედეგი (32.74) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მან 32 მონაწილეს შორის 24-ე შედეგი აჩვენა.

პარალელურ სლალომში საქართველოს სამთო მოთხილამურეთა ნაკრები სამი ოლიმპიელით იყო წარმოდგენილი. ლუკა ბუჩუკურმა ორი დაშვების ჯამში (40.90) 59-ე ადგილი დაიკავა, ირაკლი არღვლიანი (44.53) – 62-ე იყო, მიხეილ ჩართოლანმა (47.64) კი შეჯიბრი 65-ე შედეგით დაასრულა. საქართველოს სამთო მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა სლალომშიც იასპარეზეს, მაგრამ პირველი დაშვება ვერ დაამთავრეს და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ.