ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სამი ქართველი სამთო-მოთხილამურე იასპარეზებს #1TVSPORT
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სამი ქართველი სამთო-მოთხილამურე იასპარეზებს #1TVSPORT

ფინეთის ქალაქ ვუოკატიში მიმდინარე ევროპის XV ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 22 მარტს სამი ქართველი სამთო მოთხილამურე იასპარეზებს.

ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 44 ქვეყნის წარმომადგენელი სპორტის 9 სახეობაში (სამთო-თხილამურობა, ბიატლონი, ბარის თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ჰოკეი, ჩრდილოური ორჭიდი, შორტ ტრეკი, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) იასპარეზებს და აქ მედლების 42 კომპლექტი გათამაშდება.

საქართველო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე 1995 წლიდან მონაწილეობს. 1997 და 2017 წლებში ფიგურულ ციგურაობაში ფესტივალის ბრინჯაოს მედლის მფლობელები ვახტანგ მურვანიძე და ნიკა ეგაძე გახდნენ.

ვუოკატიში საქართველო სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო თხილამურობა) 6 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

ვუოკატის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2001 წლის შემდეგ უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის ისტორიაში პირველად, ვუოკატიში გოგოებიც და ბიჭებიც სპორტის ყველა სახეობაში არიან წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრები:

1. ანა დეა გულბიანი-შმიდტი (ფიგურული ციგურაობა)

2. ალან გობოზოვი (ტრამპლინიდან ხტომა)

3. ესმერალდა გობოზოვა (ტრამპლინიდან ხტომა)

4. ირაკლი არღვლიანი (სამთო-თხილამურობა)

5. ლუკა ბუჩუკური (სამთო-თხილამურობა)

6. მიხეილ ჩართოლანი (სამთო-თხილამურობა).

 

22 მარტი.

სამთო-თხილამურობა სლალომი:

ირაკლი არღვლიანი.

ლუკა ბუჩუკური.

მიხეილ ჩართოლანი.