ევროპის ტოპ-კლუბებმა ედეგორზე ნადირობა დაიწყეს
ევროპის ტოპ-კლუბებმა ედეგორზე ნადირობა დაიწყეს

„რეალ სოსიედადის“ ნახევარმცველი მარტინ ედეგორი რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბის ინტერესთა სფეროში მოხვდა.

ინტერნეტ-გამოცემა „დესმარკეს“ (El Desmarque) ინფორმაციით, 20 წლის ნორვეგიელმა „მანჩესტერ სიტი“, „არსენალი“ და „დორტმუნდი“ დააინტერესა.

შეგახსენებთ, რომ ედეგორი „რეალ მადრიდს“ეკუთვნის და „რეალ სოსიედადში“ იჯარით თამაშობს. მადრიდული კლუბი არ არის დაინტერესებული ამ სეზონის შემდეგ სკანდინავიელის დაბრუნებით და შესაძლოა, ფეხბურთელი 2020 წელს გაყიდოს. სავარაუდოდ, მადრიდელები ედეგორში 80 მილიონ ევროს მოითხოვენ.

ამ სეზონზე ნორვეგიელმა ლა ლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „რეალთან“ 2023 წლის ივნისამდეა ძალაში.