ევროპის სუპერლიგის პროექტის მეორედ ამოქმედება 2024-25 წლების სეზონიდან იგეგმება - პროექტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს #1TVSPORT
ევროპის სუპერლიგის პროექტის მეორედ ამოქმედება 2024-25 წლების სეზონიდან იგეგმება - პროექტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს #1TVSPORT

ევროპის სუპერლიგის პროექტი, შესაძლოა, ორ-სამ წელიწადში ისევ აღადგინონ. როგორც გაზეთი Financial Times იტყობინება, პროექტის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ბერნდ რაიჰარტმა რეალისტური უწოდა სუპერლიგის 2024-25 წლების სეზონიდან ამოქმედებას.

48 წლის რაიჰარტი გენერალური დირექტორის პოსტზე კომპანია A22 Sports Management-მა მიიწვია, რომელიც დაკავებულია სუპერლიგის მხარდაჭერითა და განვითარებით.

რაიჰარტი ადრე სათავეში ედგა მსხვილ მედიაჰოლდინგს RTL media group-ს. იტყობინებიან, რომ მისი ამოცანა იქნება – „დაალაგოს დიალოგი კლუბებთან, მოთამაშეებითან, მწვრთნელებთან, გულშემატკივრებთან, პრესასთან და პოლიტიკურ ელიტასთან“.

დღეისთვის სუპერლიგის 12 დამფუძნებელი კლუბიდან მხოლოდ სამი უჭერს მხარს პროექტს – „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“. ცოტა ხნის წინ, უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ინგლისური კლუბები აღარასოდეს შეუერთდებიან სუპერლიგას.