ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ მულჰაუსში მიმდინარე ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ნიდერლანდებთან ჩაატარა და 1:4 დამარცხდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ლუკა მაისურაძემ (90კგ) შეძლო.

მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), ნინო გულბანი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ) და საბა ინანეიშვილი (+90 კგ) კი დამარცხდნენ და ჩვენმა გუნდმა კონტინენტის პირველობა უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მათ სწორედ ნიდერლანდების გუნდი დაამარცხეს.