ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს #1TVSPORT
ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს #1TVSPORT

ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 6 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ასპარეზობაში 7, 9, 11, 13, 15 და 17-წლამდე მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება 9 ტურად ჩატარდა. ქართველმა მოჭადრაკეებმა მონაწილეობა მხოლოდ სამ ასაკობრივ კატეგორიაში მიიღეს: 9, 11, და 13-წლამდელთა შორის.

დავით ჯოჯუას გაწვრთნილმა ნაკრებმა კარგად იასპარეზა. ქართველ მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი 13-წლამდე გოგონათა ნაკრების წევრს, ანასტასია კირთაძეს (მწვრთნელი: გიგა ყუფარაძე) ჰქონდა, რომელმაც 8.5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. 11-წლამდელთა შორის მეორე ადგილზე გავიდა გაბრიელ გაბადაძე, (მწვრთნელი: გიორგი ტყეშელაშვილი) რომელმაც 12 შესაძლებლიდან 6 ქულა მოიპოვა.

ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრზე მესამე ადგილი დაიკავეს. ევროპის ჩემპიონი თურქეთის ნაკრები გახდა. მეორე ადგილზე კი დიდი ბრიტანეთის გუნდი გავიდა.

U-9 გოგონები:

ბარბარე შონია (მწვრთნელი – გოჩა თორია) III ადგილი, 6 ქულა;

ბარბარე ჭიოკაძე (მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – VII ადგილი, 5 ქულა;

U-11 გოგონები:

ანასტასია ქუთათელაძე (მწვრთნელი ინგა კიკვიძე) – III ადგილი, 6,5 ქულა;

U-13 გოგონები:

ანასტასია კირთაძე (მწვრთნელი – გიგა ყუფარაძე) – I ადგილი, 8,5 ქულა;

მარიამ ცეცხლაძე – (მწვრთნელი – დავით მაღალაშვილი) II ადგილი, 6,5 ქულა;

კესარია მგელაძე (მწვრთნელი – ნიკოლოზ მანაგაძე; ნოდარ ლორთქიფანიძე) – III ადგილი, 6 ქულა;

U-9 ღია:

ნიკა წულაია (მწვრთნელი დიმიტრი კვარაცხელია) – VIII ადგილი, 5 ქულა;

U-11 ღია:

გაბრიელ გაბადაძე (მწვრთნელი გიორგი – ტყეშელაშვილი) -II ადგილი, 6 ქულა;

დავით თათვიძე (მწვრთნელი – ნოდარ ლორთქიფანიძე) – VI ადგილი, 5,5 ქულა;

დათა ყალაბეგაშვილი (მწვრთნელი – ვანო მინდორაშვილი) -IX ადგილი, 5 ქულა;

გაგა გვასალია (მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – V ადგილი, 5,5 ქულა;

U-13 ღია:

ერეკლე ტაბატაძე (მწვრთნელი – იოსებ კვირიაშვილი; ზურაბ სტურუა) – IV ადგილი, 6,5 ქულა;