„ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად მანფრედ ვებერი აირჩია
„ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად მანფრედ ვებერი აირჩია

„ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად მანფრედ ვებერი აირჩია. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ახალი ხელმძღვანელი მომავალ წელს უნდა აირჩეს.

გერმანელი პოლიტიკოსის პარტიული კონკურენტი ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ სტუბი იყო. ქრისტიან-დემოკრატების ყრილობამ მენფრედ ვებერი 2019 წლის მაისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში „ევროპის სახალხო პარტიის“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად დაასახელა.

„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპის ყველაზე მასშტაბური პარტია, რომელიც ევროკავშირის ყველა ინსტიტუტშია წარმოდგენილი. „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები არიან ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ასევე ევროკავშირის წევრი რვა სახელმწიფოს მეთაური და 14 ევროკომისარი.

დატოვე კომენტარი