„ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს
„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს. ამის შესახებ აღნიშნულია „ტვიტერში“ პარტიის გვერდზე.
„შეშფოთებულნი ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ცნობით.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში; ამის არგაკეთებით ხელისუფლება პასუხისმგებელი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე“ – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
We are concerned with reported @SaakashviliM‘s health deteriorated conditions. We call on Georgian authorities to transfer urgently former President Saakashvili to an appropriate civil hospital; by not doing so, authorities bear responsibility for any aggravation of his health.
— EPP (@EPP) October 27, 2021