ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - რუსეთთან კომპრომისი ჯერ კიდევ შესაძლებელია
ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - რუსეთთან კომპრომისი ჯერ კიდევ შესაძლებელია

ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ტორბიორნ იაგლანდი აცხადებს, რომ რუსეთთან კომპრომისი ჯერ კიდევ შესაძლებელია.

„ეს უნდა მოხდეს მაისში, ჰელსინკიში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე. იმის შესაძლებლობა, რომ პრობლემა გადავჭრათ, ჯერ კიდევ არსებობს“,- განაცხდა იაგლანდმა.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 9 ოქტომბერს რუსეთზე სასანქციო ზეწოლის მოხსნას აპირებდა. რუსეთი უკვე ერთ წელზე მეტია, ევროკავშირის ბიუჯეტში თანხას აღარ იხდის და სტრასბურგს ორგანიზაციის დატოვებით ემუქრება.

დატოვე კომენტარი