ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრა, რომელიც მაისში სტრასბურგში უნდა გამართულიყო, შემოდგომაზე ათენში შედგება
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრა, რომელიც მაისში სტრასბურგში უნდა გამართულიყო, შემოდგომაზე ათენში შედგება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრის გამართვის თარიღისა და ადგილის ცვლილებასთან დაკავშირებით.

„2020 წლის 22 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით პირველად გაიმართა ვიდეოკონფერენციის ფორმატში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრის (მინისტერიალი) გამართვის თარიღისა და ადგილის ცვლილების შესახებ.

შეხვედრა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2020 წლის 15 მაისს ქ. სტრასბურგში, გაიმართება 2020 წლის 4 ნოემბერს, ქ. ათენში, საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.