ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მოსკოვსა და მინსკში თავისი ოფისების დახურვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მკაცრად დაგმო უკრაინის წინააღმდეგ ომი. მოსკოვსა და მინსკში ოფისების დახურვის გადაწყვეტილება არის ბელარუსის დახმარებით რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებების გარდაუვალი შედეგი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ბანკი ურყევ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და აღნიშნავს, რომ უკვე შეთანხმებული აქვს უკრაინისა და ომით დაზარალებული სხვა ქვეყნების დასახმარებლად ორი მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი.