ფარიკაობა 2023 წლის ევროპულ თამაშებზე სრულად იქნება წარმოდგენილი #1TVSPORT
ფარიკაობა 2023 წლის ევროპულ თამაშებზე სრულად იქნება წარმოდგენილი #1TVSPORT

ვროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა (EOC) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფარიკაობა 2023 წლის ევროპულ თამაშებზე სრულად იქნება წარმოდგენილი.

ფარიკაობა 2023 წლის ევროპული თამაშების წინასწარ პროგრამაში, გასული წლის სექტემბერში შეიტანეს, ამჯერად კი ევროპის ოლიმპიურ კომიტეტსა და ევროპის ფარიკაობის კონფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რის საფუძველზეც პოლონეთში ევროპულ თამაშებზე გამართულ ფარიკაობის შეჯიბრს, პარალელურად ევროპის ჩემპიონატის სტატუსი მიენიჭება.

III ევროპული თამაშები, 2023 წლის 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პოლონეთში კრაკოვსა და მალოპოლსკი სავოევოდოში გაიმართება.