ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მსოფლიოს 2019 წლის პირველობაზე მოხვედრის შანსი დაკარგა
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მსოფლიოს 2019 წლის პირველობაზე მოხვედრის შანსი დაკარგა

კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი ტური დაიწყო. ხუთშაბათს გამართული მატჩების შემდეგ, ფინალურ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა სლოვენიამ. მეცხრე ტურში ეს გუნდი უკრაინაში 28 ქულის სხვაობით – 54:82 განადგურდა და პირველ სამეულში შესვლას ვეღარ შეძლებს.

ასე რომ, ახლა, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად, სლოვენიას საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობისთვის wild card-ის მიღება და შემდეგ ამ ტურნირის მოგება დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ შარშან, სლოვენიამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში სერბეთი დაამარცხა.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ჩინეთში გაიმართება.