ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიამ ევრო 2020-სთვის განაცხადი გამოაქვეყნა #1TVSPORT
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიამ ევრო 2020-სთვის განაცხადი გამოაქვეყნა #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გამოაქვეყნა 26-კაციანი განაცხადი ევრო 2020-ზე მონაწილეობისთვის.

მეკარეები

ანტონი ლოპესი (ლიონი, საფრანგეთი), რუი პატრისიო („ვულვერჰემპტონი, ინგლისი), რუი სილვა (გრანადა, ესპანეთი);

მცველები

ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ნელსონ სემედუ („ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ჟორჟე ფონტე (ლილი, საფრანგეთი), პეპე (პორტუ), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ნუნუ მენედეში (სპორტინგი), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი, გერმანია);

ნახევარმცველები

დანილო პერეირა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ჟოაო პალინია (სპორტინგი), რუბენ ნევეში („ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ჟოაო მოუტინიო („ვულვერჰემპტონი, ინგლისი), რენატო სანჩესი (ლილი, საფრანგეთი), სერჟიო ოლივეირა (პორტუ), უილიამ კარვალიო (ბეტისი, ესპანეთი);

ფორვარდები

პედრო გონსალვეში (სპორტინგი), ანდრე სილვა (აინტრახტი, გერმანია), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი, იტალია), დიოგო ჟოტა (ლივერპული, ინგლისი), გონსალო გედეში (ვალენსია, ესპანეთი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო, ესპანეთი), რაფა სილვა (ბენფიკა).

პორტუგალიის ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია. 2016 წელს, მან ფინალში მასპინძლი საფრანგეთი 1:0 დაამარცხა.