ევროპის მედიკამენტების სააგენტოში აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმის შედეგად, ბოროტმოქმედებმა კორონავირუსის ვაქცინის დოკუმენტაციაზე წვდომა მოიპოვეს
ევროპის მედიკამენტების სააგენტოში აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმის შედეგად, ბოროტმოქმედებმა კორონავირუსის ვაქცინის დოკუმენტაციაზე წვდომა მოიპოვეს

ევროპის მედიკამენტების სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყების ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და ბოროტმოქმედებმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დოკუმენტაციაზე წვდომა მოიპოვეს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, საუბარია „ფაიზერ/ბიოენტეკის“ მიერ შემუშავებულ ვაქცინაზე, რომელიც ამჟამად ევროპის მედიკამენტების სააგენტოში ავტორიზაციისთვის განხილვის ეტაპზეა. დოკუმენტაცია უწყების სერვერზე იყო განთავსებული.

ევროპის მედიკამენტების სააგენტო, რომელიც მედიკამენტების ავტორიზაციისთვის ევროკავშირის ორგანოს წარმოადგენს, ამჟამად ასევე შეისწავლის კომპანია „მოდერნას“ მიერ წარმოებულ ვაქცინასაც.

როგორც უწყებაში განმარტავენ, კიბერთავდასხმის ფაქტი გავლენას არ იქონიებს ვაქცინების განხილვის ვადებზე. თუმცა, ფაქტზე დაწყებულია სრულმასშტაბიანი გამოძიება.