ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ფილიპ კოსტიჩი გახდა #1TVSPORT
ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ფილიპ კოსტიჩი გახდა #1TVSPORT

უეფა-მ ევროპის ლიგის 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „აინტრახტის“ ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი დაასახელა.

29 წლის სერბმა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

გარდა ამისა, უეფა-მ შეადგინა ევროპის ლიგის დასრულებული სეზონის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც მხოლოდ ოთხი კლუბის – „აინტრახტის“, „რეინჯერსის“, „ვესტ ჰემისა“ და „ლაიპციგის“ ფეხბურთელები მოხვდნენ.

მეკარე – კევინ ტრაპი (აინტრახტი);

მცველები – კრეიგ დოუსონი (ვესტ ჰემი), მარტინ ჰინტერეგერი (აინტრახტი), კელვინ ბასი (რეინჯერსი);

ნახევარმცველები – ჯეიმს ტავერნიე (რეინჯერსი), კონრად ლაიმერი (ლაიპციგი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), ფილიპ კოსტიჩი (აინტრახტი);

ფორვარდები – კრისტოფერ ნკუნკუ (რეინჯერსი), რაფაელ ბორე (აინტრახტი), რაიან კენტი (რეინჯერსი).