ევროპის ლიგის პლეი ოფში ქართველებიდან მხოლოდ გუგეშაშვილის პაოკ-ი ითამაშებს #1TVSPORT
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ ბერძნულ „პანათინაიკოსს“ უმასპინძლა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
„შახტარის“ მწვრთნელმა, არდა თურანმა ევროსარბიელზე საქართველოს ნაკრების მოთამაშეს სათამაშო დრო კვლავ არ მისცა. პირველი მატჩის მსგავსად, მეორეც 0:0 დასრულდა. გამარჯვებული თერთმეტმეტრაინების სერიამ გამოავლინა, რომელიც უკეთ „პანათინაიკოსის“ მოთამაშეებმა შეასრულეს.
ლუკა გუგეშაშვილის პაოკ-მა „ვოლფსბერგერთან“ შინ 0:0 დასრულებული თამაშის შემდეგ, გასვლით მატჩში ავსტრიული გუნდი 1:0 დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ქართველი მეკარე სათადარიგოთა შორის იყო.
მართალია, ლაშა ოდიშარია ესპანეთში გადასვლას ცდილობს, მაგრამ ჯერ რფს-ის მოთამაშეა. ლატვიურმა გუნდმა ფინურ კუპს-თან საკუთარ მოედანზე მარცხის (1:2) შემდეგ გასვლითი შეხვედრაც დათმო (1:2) და ევროსეზონი დაასრულა.