ევროპის ლიგის პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია
ევროპის ლიგის პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა.  ცნობილი გახდა 1/16 ფინალის ყველა მონაწილე.

წილისყრისას, რომელიც 11 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, 32 გუნდი ორ ჯგუფად გაიყოფა – “განთესილებად” და “განუთესავებად“,ამის მიხედვით შედგება წყვილები.

განთესილები არიან: “ვილიარეალი” (ესპანეთი), “დინამო” (უკრაინა), “ბრაგა” (პორტუგალია), “მილანი” (იტალია), “ატალანტა” (იტალია), “ლოკომოტივი” (რუსეთი), “პლზენი” (ჩეხეთი), “არსენალი” (ინგლისი), “ზალცბურგი” (ავსტრია), “ბილბაო” (ესპანეთი), “ლაციო” (იტალია), “ზენიტი” (რუსეთი), ცსკა (რუსეთი), “ატლეტიკო” (ესპანეთი), “ლაიპციგი” (გერმანია), “სპორტინგი” (პორტუგალია).

განუთესავები: “ასტანა” (ყაზახეთი), “პარტიზანი” (სერბეთი), “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), აეკ (საბერძნეთი), “ლიონი” (საფრანგეთი), “კოპენჰაგენი” (დანია), “სტიაუა” (რუმინეთი), “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი), “მარსელი” (საფრანგეთი), “ესტერსუნდი” (შვედეთი), “ნიცა” (საფრანგეთი), “რეალ სოსიედადი” (ესპანეთი), “ნაპოლი” (იტალია), “სპარტაკი” (რუსეთი), “სელტიკი” (შოტლანდია), “დორტმუნდი” (გერმანია).

შეგახსენებთ, 1/16 ფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან ერთი ქვეყნის გუნდები, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში თამაშობდნენ. ამ ეტაპის მატჩები 15 და 22 თებერვალს გაიმართება.