ევროპის ლიგის პლეი ოფი I ბრატისლავის „სლოვანმა“ „არისი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ევროპის ლიგის პლეი ოფი I ბრატისლავის „სლოვანმა“ „არისი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

ბრატისლავის „სლოვანმა“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში კვიპროსის ჩემპიონს, ლიმასოლის „არისს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 2:1.

ბრატისლაველთა ძირითად შემადგენლობაში ამჯერად მხოლოდ ჯაბა კანკავა იყო (45+5-ე წუთზე უხეშობისთვის გააფრთხილეს), ხოლო გურამ კაშია „სლოვანის“ სათადარიგოებში დარჩა. „ტეჰელნო პოლეზე“ გამართულ მატჩში სლოვაკეთის ჩემპიონი 34-ე წუთზე ხორვატი მარკო ტოლიჩის გოლით დაწინაურდა და ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში მასპინძლების უპირატესობა 57-ე წუთზე დავიდ შტრელეცის გოლით გაიზარდა. ერთბურთიანი სხვაობა 74-ე წუთზე მიჰლალი მაიამბელამ აღადგინა. საბოლოოდ, „სლოვანმა“ 2:1 მოიგო და პირველი შეხვედრის შემდეგ მცირე უპირატესობა მიიღო.

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მფლობელი პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა. „სლოვანი“ლიმასოლის „არისს“ 31 აგვისტოს კვიპროსში ესტუმრება.