ევროპის ლიგის მატჩს პირველად განსჯის ქალი არბიტრი
ევროპის ლიგის მატჩს პირველად განსჯის ქალი არბიტრი

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩს ინგლისურ „ლესტერსა“ და უკრაინულ „ზარიას“ შორის ფრანგი არბიტრი სტეფანი ფრაპარი გაუძღვება. მისი ასისტენტები იქნებიან – სირილ მიუნიე და ბენჟამენ პაჟესი. ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ევროპის ლიგის ძირითადი ბადის მატჩს ქალები იმსაჯებენ.

ფრაპარს აქამდეც უმუშავია მამაკაცთა გუნდების მატჩებზე, კერძოდ, ის ემსახურებოდა 2019 წლის უეფას სუპერთასის ფინალს „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის.

„ლესტერისა“ და „ზარიას“ შეხვედრა 22 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი