ევროპის ლიგის ფინალზე 10 ათასს ფანს დაუშვებენ #1TVSPORT

20:35, 28.04.2021

უეფა და პოლონეთის მთავრობა მუშაობენ იმისთვის, რომ გულშემატკივრები დაესწრონ ევროპის ლიგის ფინალს, რომელიც 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება.

როგორც გამოცემა Sportsmail იტყობინება, იგეგმება ტრიბუნებზე 10 ათასი მაყურებლის დაშვება – ეს 41-ათასიანი სტადიონის საერთო ტევადობის დაახლოებით მეოთხედია.

გადაწყვეტილება 30 აპრილს გამოცხადდება.

მსგავსი