ევროპის ლიგის ფინალში „მარსელი“ და „ატლეტიკო“ ითამაშებენ

02:12, 04.05.2018

16 მაისს საფრანგეთის ქალაქ ლიონში ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის „ატლეტიკო“ და „მარსელი“ შეხვდებიან.

„მარსელმა“ ურთულეს ბრძოლაში მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება. ფრანგულ კლუბს ნახევარფინალის პირველი მატჩი შინ 2:0 ჰქონდა მოგებული ავსტრიული „ზალცბურგის“ წინააღმდეგ.

განმეორებითი მატჩის ძირითადი დრო „ზალცბურგმა“ ასეთივე ანგარიშით მოიგო – 53-ე წუთზე ამადუ ჰაიდარამ გახსნა ანგარიში, 65-ე წუთზე კი ბუნა სარმა საკუთარ კარში გაიტანა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:2 გახდა და დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც მარსელელი რონალდუს გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი. ანგარიში 2:1 გახდა და ორი მატჩის ჯამში, „მარსელმა“ 3:2 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ რუსმა არბიტრმა ამ მატჩში 11 ყვითელი ბარათი აჩვენა და 119-ე წუთზე მოედნიდან ჰაიდარა გააძევა.

მსგავსი