ევროპის ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ვილიარეალი“ ითამაშებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ვილიარეალი“ ითამაშებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „არსენალი“ 2016 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა ვერჩ ერთი ტურნირის ფინალში.

* უნაი ემერი მეხუთედ გავიდა ევროპის ლიგის ფინალში. მას სამი მოგება აქვს ამ ტურნირზე.

* „ვილიარეალი“ პირველად ითამაშებს ევროპის ლიგის ფინალში.

* ოლე-გუნარ სოლსკიაერი პირველად გავიდა ევროტურნირების ფინალში მწვრთნელის რანგში.

* „მანჩესტერ იუნაიტედი“ მერვედ ითამაშებს ევროტურნირების ფინალში. ინგლისურ კლუბებს შორის უფრო მეტი ფინალი „ლივერპულს“ ჰქონია – 14.

* შეწყდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შვიდმატჩიანი წაგებების სერია.

* „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო ექვს მატჩში ედინსონ კავანიმ შვიდი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

რომა-მანჩესტერ იუნ 3:2 (2:6)

გოლები: 0:1 კავანი (39), 1:1 ჯეკო (57), 2:1 კრისტანტე (60), 2:2 კავანი (68), 3:2 ტელესი (83-საკ. კარში)

 

არსენალი-ვილიარეალი 0:0 (1:2)