ევროპის ლიგის ფინალის საინტერესო ფაქტები
ევროპის ლიგის ფინალის საინტერესო ფაქტები

გერმანიის ქალაქ კიოლნში ევროპის ლიგის ფინალი გაიმართა, რომელშიც „სევილიამ“ 3:2 მოუგო „ინტერს“. ესპანური კლუბისთვის უეფა-ს თასი/ევროპის ლიგა საყვარელი ტურნირია – ანდალუსიურმა კლუბმა ის 2006, 2007, 2014, 2015, 2016 და 2020 წლებში მოიგო.

ფინალის საინტერესო ფაქტები:

* 2002 წლიდან მოყოლებული, ესპანურმა კლუბებმა მოიგეს 15-დან 15 ფინალი ევროთასებზე, როცა სხვა ქვეყნის გუნდებს ხვდებოდნენ.

* იტალიური კლუბები 10 წელია, ვერ იგებენ ევროთასებს და 21 წელია – უეფას თასს/ევროპის ლიგას.

* დიეგო გოდინი გახდა მხოლოდ მეექვსე მოთამაშე ისტორიაში, ვისაც გოლი გაუტანია როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ევროპის ლიგის ფინალში. მანამდე ეს შეძლეს – ალან სიმონსენმა, დმიტრი ალენიჩევმა, ერნან კრესპომ, სტივენ ჯერარდმა და პედრომ.

* რომელუ ლუკაკუმ 34 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე „ინტერში“ ჩატარებულ სადებიუტო სეზონში. მილანური კლუბის ბოლო მოთამაშე, ვინც პირველივე წელს ამდენი გოლი გაიტანა, ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდო იყო 1997-98 წლების სეზონში.

* „სევილიამ“ თავისი მცველის დიეგო კარლოსის მიზეზით, საკუთარ კარში მიიღო პენალტი მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში.

* ლუკ დე იონგი იმ ფეხბურთელებს შეუერთდა, რომლებსაც ევროპის ლიგის ფინალებში დუბლი გაუფორმებიათ. ესენი არიან: დიეგო ფორლანი, რადამელ ფალკაო, კარლოს ბაკა, კოკე, ანტუან გრიზმანი და ედენ აზარი.

* ლუკაკუ პირველი მოთამაშეა კრიშტიანო რონალდოს შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის პლეი ოფში ზედიზედ ექვს მატჩში გაიტანა.

* ლუკაკუმ ევროპის ლიგაზე ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა გოლი. ამ სერიისას მას 15 გოლი და ოთხი შედეგიანი პასი დაუგროვდა.

* „სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ საკლუბო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. სანაკრებო დონეზე მან სამჯერ მოიგო ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები (U19, U21) ესპანეთის ნაკრებთან ერთად.

* „სევილია“ ზედიზედ 21 ოფიციალური მატჩია არ მარცხდება, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

* „სევილია“ ევროპის ლიგაზე ზედიზედ სამ ფინალს აგებდა, მაგრამ შემდეგ სამ გოლს იტანდა და იმარჯვებდა: 2015 წელს „დნიპროსთან“, 2016 წელს „ლივერპულთან“.