ევროპის ლიგის დარჩენილ მატჩებს გერმანია უმასპინძლებს
ევროპის ლიგის დარჩენილ მატჩებს გერმანია უმასპინძლებს

უეფა-ს ხელმძღვანელობა ევროპის ლიგის დარჩენილი მატჩების ჩატარებას გერმანიის ქალაქებში გეგმავს,  – იუწყება Calciomercato.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპის ლიგის მატჩებს უმასპინძლებენ: კიოლნი, დუისბურგი და დუსელდორფი.

დარჩენილია 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩები: „შახტიორი“ – „ვოლფსბურგი“, „კოპენჰაგენი“ – „ბაშაკშეჰირი“, „ბაზელი“ – „აინტრახტი“, „მანჩსეტერ იუნაიტედი“ – „ლასკი“, „ვულვერჰემპტონი“ – „ოლიმპიაკოსი“, „ბაიერი“ – „რეინჯერსი“. აგრეთვე გაიმართება „ინტერი“-„ხეტაფესა“ და „სევილია“-„რომას“ შეხვედრები.